logo
ENG



შატილის გზაზე დაშავებული მოქალაქეები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს [ვიდეო]

24 აგვ 202000:27
3 წუთის საკითხავი
 

შატილის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული სამივე პირი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს.

ამ წუთებში დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოსსიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავტოავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი, მძიმედ დაშავდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.


close დახურვა